მთვარის ეშვებიდან


მთვარის ეშვებიდან სხივი გამოჟონდა
ცაზე აიტუზა მთვარე ნამგალივით
ზეცა გადასერა - სხივი აჰყვა გორაკს
თითქოს შეფარფატდა ორბი და არწივი.
მაღლა ვარსკვლავები ოქროსფრად აენთო
თითქოს ჭაღებია მოვარაყებული,
მძლავრი ნიავქარი ეკვრის და არწევს შორს
მთვარეს და ვარსკვლავებს როს სჭედს საკეტურით.
ხეზე პაწაწინა ოქროს ღვარებია,
სხივით დახუნძლული ნორჩი ლორთქოები
მერე ცეცხლისაგან აჩახჩახდებიან
სხივდაფრქვეულები სავსე ოქროებით.
ოქროს საბადოში ჟონავს მთვარის სხივი,
მინდორს თაბახივით გულზე ეფინება
სადღაც უსულგულო ქარი მთებში წივის
მთვარეს და ვარსკვლავებს, ხეებს ეკვრის ეკლად.
მთასთან ჯმუხი კაცი მღერის ოროველას
ქარის მწარე კვნესა მის გულში გროვდება
მისგან დაიფარე ღმერთო ოღონდ ყველა
სხივები გვაპკურე ზედ თავზე გროშებად.
ამას ლოცულობს და მთვარე ნამგალივით
სხივმა ჯურღმულებში ზეცა გადასერა
თითქოს შეფარფატდა ორბი და არწივი
ცაზე ირწეოდა, როგორც საქანელა.
მთვარე ნამგალივით ცელავს უღრან ტყეებს
თუ სხივებს ამცვრევენ კბილბასრი ეშვები
ამის შემხედვარე მთები უმალ სჭექენ
და ბუღი ადგება სინარნარეს ველის.
კლდეზე ამოზრდილა უცხო კონტურებით
ჯიხვი ფრიალოზე ტანად გაკაჯული
ალბათ იფიქრებენ ამას მომხვდურები
კლდეს გარშემო მედგრად მბრძანებელი უვლის.
კლდეზე ჯიხვი მეფობს,ცაზე წვება მთვარე
მოსჩქეფს ეშვებიდან სხივი მბრძანებლური
ქარი ღრანტეებში ფოთლებს ცოცხით არბევს
და მწარე ეკლები თითქოს პირში უზის.
კაცმა ილოცა და ქარი აკანკალდა
ბრაზმორეულივით კლდეში ჩაიკარგა
შუქი მლოცველივით ჩუმად აჰყვა პალმას
მთვარე ატუზული თითქოს უყეფს ნაგაზს.
ველი გავსილია პალმის ჩირაღდნებით
ცაზე აიტუზა მთვარე ნამგალივით
ზეცა გადასერა - სხივი აჰყვა გორაკს
თითქოს შეფარფატდა ორბი და არწივი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი