შენ და წნორები
თიბათვეს იყო, ირგვლივ წნორები შემოგწოლოდნენ ჩალის ღერებად თითქოს ურდოებს ერკინებოდი და შუბლზე მთვარე სისხლით გეწერა. მთვარე ეკიდა სახრჩობელაზე შარიშურობდით შენ და წნორები მთვარეს წნორებით თითქოს ვერცხლავდე და უკიჟინებ განმეორებით. გეგონა იგი მინდვრის ემბაზი მუჭში ითვლიდი წნორის ნაფრცქვევებს ჩალის ღერებად ერთად შეჰკარი და ანგელოზნი სხივებს ამცვრევდნენ. შუქი დაისის თითქოს მინელდა მთვარემ გიმტყუნა, თითქოს ხედავდე მთვარე მწვერვალზე დასხდა ფიქრებად ბავშვი შემდგარა თითქოს ემბაზზე. თითქოს იგრძენი კვლავ დაღამება გაჰკრა აჩრდილმა მხარი მწვერვალზე მთვარეს, რომელიც ირგვლივ მინელდა შენ და წნორები ღაწვებს იკაწდეთ. თიბათვეს იყო, დღე ქორწინების ცის კაბადონზე ,ვით იუნონას ვედრი სამყაროს, გეტრფის წნორები და ჩამომხრჩვალი მთვარეღა მოჩანს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი