ფიქრის ნამსხვრევები


ყორეში ვეძებ ფიქრის ნამსხვრევებს
რომ კვლავ აღვაგო ფიქრის გოდოლი
ქვაზე გაქცეულ დილის ნამს ვეძებ
თუ ცრემლს მოწყვეტილს თვალზე ობოლის?!
იქნებ ფიქრები გადაიღალა
ჩამოიშალა, როგორც კედელი
ყორეში ძინავს, სახეს იკაწრავს
და სისხლს აფრქვევენ მისი ვენები.
ვიბრძვი, ფიქრები გადამემტერა
მის ნაცვლად ვაგებ კოშკის აყალოს,
ჩაიქირქილებს მღვდელი - ტერტერა
უნდა ფოთლები გადამაყაროს.
გადამემტერა იქნებ ქუჩებიც
ჩამოკიდული მთვარე თამაშობს,
ვღელავ, მარტო სურს და ვეურჩები
ჩვენი კავშირიც გახდა სადაო.
ისევ ფიქრები -გობელენები
ყორეს ეკვრიან ჩემგან წასული
დამსხვრეულია მათი გემები
და მიბრუნდება თითქოს წარსული.
2018

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი