სამაისო ამინდია


ჩამოღამდა... სამაისო ამინდია
იფლითება მზე ბამბების ქულასავით
დღეს ველოდი სამადლოს და წადილიანს
ფანჯრებიდან კვამლი ცაში უხვად ადის.
კოცონია... ფიჩხის გორას ვეფიცხები
ნაპერწკლები ვარსკვლავივით ღვივდებიან 
ღამის კოცონს სიმაღლეში ვეჯიბრები
მოტკრციალე ცეცხლისფერი წიფელია.
დაფდაფები ახმაურდნენ სამაისო
ბელებივით ცეცხლს უსხედან ქალ-ვაჟები
ნაპერწკლების ფაფუკებით ცა გაივსო
და მორებზე სიტყვას წერენ ანდაზები.
ტაში ჩამო... ჩამო ტაში ბიჭუკელა
სამაისო.. საცეკვაო ამინდია
ჩამომწკრივდნენ მკლავი გახსნეს,ცეკვებითა
ცეცხლს ანთებენ მაგრამ ამით არ იწვიან
ჩამო ტაში...ტაში ჩამო, ჩქარა ტაში
დაუკარი... სამაისო ამინდია
ფანჯრებიდან კვამლი ცაში უხვად ადის
დღეს ველოდი სამადლოს და წადილიანს.
მთვარე ცაში საკარცხულზე დაბრძანდება
მიაშუქებს კენარივით ქალებს-ვაჟებს
გვერდს დაისვამს ვარსკვლავთ ბუდე კაპარჭებად
ბურუსს კვამლი არეკლილი ფანჯრებს ავლებს.
ფანჯრებიდან კვამლი ცაში უხვად ადის
დღეს ველოდი სამადლოს და წადილიანს
იფლითება მზე ბამბების ქულასავით
ჩამოღამდა... სამაისო ამინდია.
2018
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი