მოგონება


მომაგონდება შეუბღალავად
თეთრი აპრილი, ლეღვების ჩერო,
ჩემი ბავშვობა წვიმამ დამალა
და მსურს ეს ყოფა შენც დაიჯერო.
ნაფეხურები აჩნდა აღმართებს
ჩემი ფეხის და გულის კრიახი
შენ გაგულისდი წვიმად დამშალე
და ახლა ვფურცლავ დღეებს იანვრის.
წვიმამ წაშალა აღმართზე მაშინ,
ჩემი კვალი და ჩემი სინდისი
როგორც უბიწო, ბუტია ბავშვი
იმ წასულ დროზე ახლაც ვიცინი.
შენ შეგრჩა წყენა ჩვენი ბავშვობის
მე გულისტკივილს გადავეჩვიე
მზე ახლა შენთან აღარ ამოდის
და ფიქრობ გაგცა შენმა მეწყვილემ.
ო, არა, ისევ მეიმედები
და მსურს ეს ყოფა შენც დაიჯერო
მომაგონდება თეთრი გედები
თეთრი ზეცა და ლეღვების ჩერო.
2018

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი