ალვებთან
ცის კიდეს ღიმილით ვზვერავდი ვითვლიდი ნაზამთრალ ვარსკვლავებს, ცა ჭერად მეხურა, ზეკარი მოჰგავდა ვით ხვითოს საფარველს. ძალუმად ეჭვები დაეჭვდა ვხარბობდი მდელოთა სასმისებს თავს ვხრიდი ხანისწყლის საჭვრეტად ფოთლებს კი იცვენდა ალვის ხე. დავლანდე გოროზი ვარსკვლავი ის ერთი, ვიტყოდი დამჩემდა ერთიც სხვა ვითარცა ამალით ღამეებს ათევდა ალვებთან. ალვები ეყუდნენ ზღვის კიდეს ნაზამთრალ ვარსკვლავებს ახედეს თითქოსდა თანხმობა იკითხეს ირქმევდნენ თავიანთ სახელებს. მიწას კი ემოსა ფოთლები ქარისგან ნასროლი ალვის ხის ვიყავით ჩვენ ორნი ტოლები მე და მოციმციმე აპრილი გულმა მიმიწია თითქოს და ჩამევლო ალვებთან სვენებით შემეტყო იკლებდა თუ ფოთოლს თუ როგორც მცვიოდა მე წლები. 2018
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი