მეურმის სიმღერა


მუხებს ნისლი შემკრთალი
ხმელ ტოტებში გაჩრია
შარიშურობს რტოები
ბულბულს უსმენს ტკბილხმიანს.
სახრეს რკალავს მეურმე
დასდგომია გზა - შარას
მზე და მთვარე ურჩობენ
შუქი მთვარემ გაკვალა.
ვარსკვლავები გაბრწყინდნენ
ვით სიმინდის ტევრები
ხარისთვალა არწივებს
ჭვრეტენ თხემზე შეფენილს.
ჩონჩხს დამცრხალნი არწივნი
ძვლებს აფენენ კოინდარს
ნისლი ტოტში გაჩრილი
ბინდბუნდებში მოსილა.
ხარს დასჭექავს მეურმე
გასწი, შუქებს მიჰყევი
შინ მეურმეს შემყურეს
ელოდება ცოლ - შვილი.
ღამეს წყევლის ავბედითს
მისი ცოლი მზექალა
მთვარე მოჰგავს შევერცხლილს
და ბინდბუნდში იალა.
ხარს მეურმე მიუძღვის
მთვარე ფარავს გზა - შარას
მისი ცოლი შინ უზის
მზისებრ თვალებმაყვალა.
მთვარე უღრენს ალიონს
ჯერ შორია დილამდე
მთვარე დილამ დალიოს
როცა მზე პირს იბანდეს.
მიიმღერის მეურმე
ჭიუხებში ნავალი
ოროველას უსმენენ
მწყემსები და ნალბანდი.
ფერმკრთალნი ქშინავს მთები
აბოლებენ ყალიონს
მელა ძრწის კოინდარში
მთვარის შუქმა დალიოს.
და მეურმის ფიქრები
დაქრის ცაში მტრედებად
შარიშურობს რტოები
და ნისლები ედება.
მიაღწია ჭიშკრის ზღურბლს
ზედ ჩრდილები მოედვნენ,
და გასძახის თავის ცოლს
ადე, ქალო მოხედე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი