ჩქერი


როცა მზე ჩადგა, მდინარის ჩქერი
დაიძრა ხევში და მორაკრაკებს
ეძებს სინათლეს, ხან ტოტებს ეკვრის
ფიჭვებს აწვება, როგორც საპალნე.
ღრმა ხეობები გადაიარა
სალამს ეტყვის და რწყავს აკაციებს
კენჭის ნაკვესი ადგას ციალად
სათავე მისცა ტბა ახალისებს.
იქნებ იპოვოს მძებნელმა შუქი
ჭოტებმა ტბაზე დალანდეს მთვარე
მდინარის ჩქერი მიაგავს ბურვილს
და ფიჭვნარები ტოტებზე არწევს.
პატარა ჩქერი მოსწყდა მდინარეს
სწრაფად მიილტვის, როგორც საათი
კენჭის ნაკვესი ისევ ციალებს
ტბას შეჰღაღადებს პირას სათავის:
მასესხე შუქი მოვწყდი მდინარეს
გადმოვარდნილვარ მთიდან ნიავი
ჭოტებმაც თვისი დღენით იხარეს
გზა მომასწავლეს, შენკენ ვისწრაფი.
ტბამ მოისმინა ჩქერის ვედრება
ავთანდილივით გული მოულბა
მთვარე მოსხლიტა, როგორც პეპელა
და შესთავაზა მისულს მოყვრულად.
მასაც ეამა მხარზე დაისვა
ვით ნაკვესები მანათობელი
და მდინარისკენ სწრაფად აფრინა
მიაცილებდნენ თითქოს ორბები.
ჩქერმა იარა ხანგრძლივ ბურუსში
და მიაღწია პირველ სათავეს
მდინარეს ეცა მთვარის მიწურვილს
თითქოს მლოცველთა ხელი აღაპყრეს.
მთვარეც ჩადგა და მდინარის ჩქერი
დაიძრა ხევში და მორაკრაკებს
ეძებს სინათლეს, ხან ტოტებს ეკვრის
ფიჭვებს აწვება, როგორც საპალნე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი