მზის ამოსვლა
მზე დაგორდა ჭადრებიდან და ტოტებში გაეხლართა წინათ მთვარე ცას ეკიდა ანათებდა სარკმელიდან. ვით ობობა სერზე შედგა ველს სხივები მიაშუქა გაყურსული დილით მედგრად მზე სხივებით იას ხუნძლავს. ნამი იქცა მარგალიტად რა მზის სხივი ზედ დაეცა კაკლის ღერო ლაჟვარდს ხრიდა ნამი ეცხო ზედ ცრემლებად. ჭოტი უსტვენს გატრუნული ტყედ ბუჩქებში მოფრთქიალე ჰგავს გალობა გაბმულს ზურნით ზედ მდინარე მოჩხრიალებს. იქუფრება გაზაფხული სითბო იგრძნეს ყვავილებმა ყურძნებივით დაშაქრული მთის გორაკზე ყვავის თხმელა. მზის სხივებით გადამწვარი ბუხარივით ღვივის ველი მელიების მჭექარ ხავილს სტვენით ახშობს ყირიმელი. თოფით მხარზე გადებული ტრამალებში აფრთხობს მწყერებს. ვრცელ ნახნავებს გასდევს შუქი ერეკება ხარებს მეხრე. მზე დაგორდა ჭადრებიდან ვით, სიპის ქვა მაღალ მთიდან წინათ მთვარე ცას ეკიდა ანათებდა სარკმელიდან.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი