დაუწერელი ლექსები


საფლავში ჩამომძახებენ დაუწერელი ლექსები
ზეცისა აკაშკაშება ჰგავდა მოოქრულ გობელინს
მთვარე ეფარა ჯავშანად ყვირილის აუზს - ეწერის
ჩემი სამშობლოს მიდამოს შევრჩი უბრალო პოეტი.
დამკრა მახვილმა სიკვდილის ,სიცოცხლე გაუსაძლისდა
ზეცა გაიხსნის ბაგეს და სიკვდილსა თესავს მძივებად
ისე ერთი მძივი მეცა მხვდა, მკერდზე დამესო მახვილად
სიცოცხლის დაბადებასა ჰგავს ლექსის აგრიგალება.
გზის პირას ბუჩქმა ეწერის, ზეცამაც ერთხმად იელვა
ლაღი სიცოცხლე მერჩივნა კვლავ დაბადებას სიცოცხლის
თუ ხელმეორედ ეწერის ცა და ხმელეთი ჩაღდება
მაშ შევეწირო ზვარაკად ისიც უბრალო პოეტი
საფლავში ჩამომძახებენ დაუწერელი ლექსები
ზეცისა აკაშკაშება ჰგავდა მოოქრულ გობელინს
მთვარე ეფარა ჯავშანად ყვირილის აუზს - ეწერის
ჩემი სამშობლოს მიდამოს შევრჩი უბრალო პოეტი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი