ზეცის სიმწვანე


ცამ გამოისხა დაფნის ფთილები
არემარენიც გამწვანდა ისე
როგორც ტყე-ველი ნაძვის წიწვებით
გადაბარდული მთის სურნელს იკმევს.
მწვანე ვიტრინა - ზეცის ფანჯარა
ჟღურტული ფერად კვირიონების
წითელი, მწვანე, ლურჯი ფარაჯა
ბუმბულის ფერად მოჰგავს მოფენილს
მწვანე ზარდახშა, ვით ზეცის გული
შიგ ჩადებული მწვანე ხავერდი
შესატყვისია, ვით ეტიუდის
მცირე პიესა, ცისკრის კარედით.
დიდი შედევრი, მცირე ნახატის
მოჰგავს ზეცის ამ მდგომარეობას
როგორც პიესა და როგორც ხატი
ეს მოვლენა და ეს ცის ხელობა.
ცას გადაეკრა მწვანე საფარი
ფთილები კაშნად ებღაუჭება
ალბათ თუ მწვანე ფიფქებს დაბარდნის
და გაამწვანებს ყველას უკლებლად.
რაღაც უცნაურ ფერში გაზავდა
სიმწვანე ცისა და დედამიწის
კვირიონს უკმევს, ეტრფის ჯაფარას
მდინარის ტალღა, მდინარის დინ- დინ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი