თეძმის ნაპირებს
თოვდეს ამაღამ თეძმის ნაპირებს ესხას ფიფქები ფერმკრთალ ლაქაშებს ღრუბელს ზეცაზე - დამფრთხალ ხარ-ირემს ჩიტბატონები სტვენით ალაღებს. ტანმორჩილ ხეებს დინჯად აზმორებთ მხრებზე მოუსხამთ თეთრი ფიფქები დავალ ყალიონს ჩუმად ვაბოლებ და ვარსკვლავივით ცაში ვინთები. ვხედავ ედემის ბაღი დარგულა გზაზე იელვებს კაცი რამდენი მე უსათუოდ ვიცნობ ამ ქუჩას სადაც წინაპრის აჩრდილს დავყვები. ათოვს თეძამის ლამაზ ნაპირებს მათოვს მეც, როგორც ათოვს სავანეს, თითქოს მივანდე სული არქიელს აქ ჩემი თავი დავასაფლავე. ჩიტბატონები სტვენენ გაბმულად ცაზე გაშალეს ვარსკვლავთ დარბაზი ვით ელნათურა, მთვარე დაძრულა და ამხედრებულ რაშზე თავად ზის, თოვას აყოლებს და შუქს დაანთებს იქნებ ასეთი თოვა არ ახსოვთ მერე გადავა მზესთან ალავერდს და დაისამდე მზეც თოვლს გაალხობს. მერე თეძამი აიტოტება და თრიალეთის ქედზე ნანაობს. ათოვს თრიალეთს ფიფქი ზოლებად თითქოს თეძამიც თოვლმა წარღვნაო, თოვდეს ამაღამ თეძმის ნაპირებს ესხას ფიფქები ფერმკრთალ ლაქაშებს თეთრი ზეწარით უმზერს ასპიროზს თეთრი სამოსი მთებმა გაშალეს. 2019
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი