ღრმა ძილით


მე დავიძინებ ღრმა ძილით როცა
თავსხმა წამოვა, როგორც ჭურვები,
მაშინ მინდორი დაიწყებს ოხვრას
და განიცდიან გლოვას ფურცლები.
მისწვდება ტყეებს წვიმის ბაკუნი
დაიწყებს სირბილს ველზე ნაღმივით,
არ მეყოლება ტურფა ხათუნი
აღარ მესხმება ფრთები არწივის.
აღარ მომხიბლავს მისი მშვენება
ვისაც ჩემს გულში დაედო ბინა,
მიწა მექნება ალბათ ქვესკნელად
და დაასველებს მის საფარს წვიმაც.
და გარიჟრაჟზე იფეთქებს ზეცა
დაელეწება თავსხმას ტოტები,
სადმე ჩემ ახლოს გაკრთება ღელვა
ჩუმი ფიქრით და ჩუმი ლოცვებით.
შეიმოსება სამყარო ვრცელი
ზაფხულის სიცხით, ტრფობით, სიგიჟით,
როდესაც თავსხმას თაკარა შეცვლის
თავქუდმოგლეჯით დაღლილს სირბილში.
მე დავიძინებ ღრმა ძილით როცა
თავსხმა წამოვა, როგორც ჭურვები,
მაშინ მინდორი დაიწყებს ოხვრას
და განიცდიან გლოვას ფურცლები.
2019

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი