მთვარის ნიშნობა გალაკტიონ ტაბიძისადმი
არფაზე გაკრული გველი ჩუმი ნიშნობაა მთვარის. გათავდა ვარსკვლავთა რთველი აღმოხდა ცისკარი ჯვარის. მნათობთა ეს სამოსელი სარკეა ანგელოსთ მხარის გაბრიელ – ზღურბლისა მცველის მიქაელ – დამცემი ზარის! ალმასით მოსთული სელი, ტატნობზე – ელვათა ბზარი ზავდება კამარა ვრცელი იხსნება ცხოვნეთის კარი. აფრაზე გაკრული გველი, ფერისცვალება ქნარის, ცის გარდაცვალებას ელი, ახლოა დარობა დარის!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი