ჩიხი და გამოსავალი
ვინმემ მითხარით, რა უნდა ქნა მაშინ, როდესაც მარჯვნივ და მარცხნივ გიკეტავენ გზას და უარესს შემთხვევაშიც კი წინ სავალსაც რა გეშველება, როდესაც შენს სახლს ღრუბლებივით გადაუარეს კეთილმოსურნე მეზობელის ბომბდამშენებმა... სახლი, რომელსაც შენი შვილი ჰქვია სახელად, მეუღლე, მამა, დედაშენი და დანარჩენი, ვისაც უყვარხარ, არ უყვარხარ... არ ღირს გამხელა... ფაქტი ერთია - სამშობლო გვაქვს გადასარჩენი! ჰოდა იბრძოლე, ერთ ადგილას რა გაგაჩერებს, მწვანე გაზონი რა კარგია არა? შეხედე რა ქუჩებია, რა გზებია, ან რა ქარია სუფთა და იცი, არაფერი ხდება შემთხვევით.. ეს, ძმაო, სხვისი ქვეყანაა, რა გიხარია... ასეთ რაღაცას იშვიათად შენთან შეხვდები. და ერთხელ, როცა გადიგლისავ თვალს და მარტივად იმ ლოგინიდან წამოდგები, სადაც იწექი, უნდა თქვა, მორჩა, ერთი თქვენი დედაც ვატირე, დრო არის, უკან დამიბრუნოთ ჩემი მიწები, სულ რომ ახლახან მიითვისა ვიღაც ატილამ, დაგიწესებენ ემბარგოებს, ათას სანქციებს ლექსებზე, წყალზე, გაწამებენ ჯვარცმაზე დიდხანს... უნდა გაუძლო, მერე რა, რომ ზურგი გაქციეს, გვერდში ბავშვობის ძმაკაცივით სამშობლო გიდგას... ჰოდა, რა დაგღლის? გეკითხებით, რა შეგაციებს?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი