სეკვენცია
დაიღლებოდი აბა,როგორ ხანდახან როცა ჩაივლი ქუჩას და სახლისას შეაღებ კარებს, მიხვალ კუთხეში, ღმერთის ხათრით დაიწყებ ლოცვას და მერე ცისკენ მორჩილებით აღაპყრობ თვალებს მხოლოდ იმიტომ ,რომ აჩვენო უფალს თუ მისთვის რამდენს აკეთებ და რომ უკვე მუხლები გტკივა ამდენი ჩოქვით,მეტანიით და ბოლოს რისხვით წამოგცდება,რომ ღმერთმაც უკვე ძალიან ცივად მიგიღო.შეენ კი ისღა გრჩება და რაც კი გრჩება ის არის მხოლოდ,რომ ადგე და დაგლეჯილ ფეხზე დაიკიდო ის ხალხის მასა, ჯოგი თუ რემა რომელმაც სამჯერ განაცხადა უარი შენზე. და თუკი შენზე სამყარომაც აიღო ხელი. თუ უსაქმურიც არ აპირებს შენს გამო მოცლას დაიმახსოვრე ნუ იქნები უგუნური ბრძენი! და ღმერთის ხათრით ნურასოდეს დაიწყებ ლოცვას.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი