არ შეგრჩა კანი,არ შეგრჩა ხორცი ..


არ შეგრჩა კანი,არ შეგრჩა ხორცი,
არ გახსოვს სუნთქვა,გაბუჟდა გვერდი,
ეს მაშინ როცა სულ რაღაც 20-ი
წლისა იყავი და ლექსებს წერდი.
დედაზე,ღმერთზე,ოჯახზე.კიდევ
გოგოზე შენ,რომ გიყვარდა მაგრად,
მას კი ისე რა,რადგანაც დიდებს
არ უყვართ ბავშვი რომელიც კარგავს
თავს.უსაშველოდ გაგიჯდა ჯავრი,
მასე მერე სისხლშიც დაგაჩნდა დამღა
და გააკეთე ეზოში ჯვარი
და ზურგზე ჯვარით აყევი აღმართს
ასასვლელს ქუჩის(ჯერ კიდევ ბავშვმა)
რომ გააკეთე ქვიშები ზვინის
და თუ ტკივილებს ცრემლების წაშლა,
გულის ტკივილი და ღძობა ტვინის
ახასიათებს.მზად ხარ და იცი.
რომ ყველა წვიმას მხარს უბამს ქარი,
რომ ყველა ცრემლი ამთავრებს სიცილს,
რომ ზოგი ცუდად ან კარგად არი.
ნუ ჩვეულებრივ,ზოგადად,ზოგჯერ,
შენი ამპლუით და სხვისი რანგით
თამაშობ შენ თავს და იცი დრო ჯერ,
იმედის თითო ნაპერწკალს გაცლის.
გაგიშრა კანი,არ შეგრჩა ხორცი
ძარღვებში სისსხლი დაგისვამს წერტილს
ეს მაშინ როცა,სულ რაღაც 20-ი
წლისა იყავი და ლექსებს წერდი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი