ისე მოხდა,რომ ჯავრი მაინც ჩვენზე იყარეს ..
ისე მოხდა,რომ ჯავრი მაინც ჩვენზე იყარეს, და დაგვიმტკიცეს ტყუილები ჩვენი სიმართლის, სახლი რომელშიც ვიცხოვრეთ და ვერ შეგვიყვარეს, ქუჩა რომელშიც ვცხოვრობდით და ყველას ვუყვარდით. მე დასკვნასავით გამოგიტან გულს საგულედან, ეს ხერხემალი შენი ქოხის საფეხურები, ზოგნი არიან შეგიცვლიან ხმას და ბუნებას ცეცხლს და ცხოვრებას ერთნაირად გაგიხურებენ. მკვდარი,რომ იყო ხშირად მაინც იხმაურებდი. გვერდით საფლავებს გასძახებდი,რომ არ ჩათვლიმონ, მენჯის თავებით,ლავიწებით,შენი მუხლებით მიწას გიღივით ამოხეთქავ.მერე ჩათვლი,რომ ზემოთ რიგზეა ყველაფერი,ცოცხლად ვძაღლდებით, რომ ვყეფთ ქუჩაში და ძაღლები ისუსებიან, რომ მართლებიც კი აღარ დავრჩით,რისი ნაღდები, როცა ერთმანეთს წინ ვუდგავართ გისოსებივით. მაგრამ შენ ფიქრობ დედაშენზე რომელიც გიცავს მიწიდან,ციდან(განიხილავ ათას ვარიანტს) რომ ერთადერთი ადგილია შავ-ბნელი მიწა როდესაც დედებს შვილის ნახვა არ უხარიათ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი