რა ვიცი,ისე კი გამიშვი ..
რა ვიცი,ისე კი გამიშვი, უკან არ მაცალე მოხედვა, შენ მარტი იყავი აპრილში, მე ქარი ასფალტი მოვხვეტე, დაკარგე თავიც და საყურეც, მე ცერზე ვიდექი ხელების, სადაც არ წავედი თვალყური მადევნე,დამღალე მერე კი მოხვედი,ესეა ამბავი მე აღარ მიყვარდი ძლიერად და იდგა ქუჩაში ზამთარი გაძარცვულ ტურისტის იერით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი