შენ არც კი იცი ..


შენ არც კი იცი, ანდა თუ იცი,
კარგად არ გესმის,(უფრო ვერ ხვდები)
ცოცხლობ და მაინც ირჩევ სუიციდს,
ზურგით დგახარ და მაინც მეხები.
იცნობ "ფიცჯერალდს".აღებ ფანჯარას
და წესებს ახალ წესებს უწესებ,
ნახევარ მთვარე როგორც ნაჭამი
ვაშლი ჰკიდია ზეცის უპეზე.
ბევზე ფიქრობ და ცოტას განიცდი
ასე რად ხდება?
ისე რატოა?
ვგეგმავთ რამეს და ხდება თავისით.
ერთად ვცხოვრობთ და მაინც 
მარტო ვართ.
არ იცი საით წავლენ ნისლები,
წვიმაზეც აღარ იწნავ ნაწნავებს,
შენ ყოველ ღამით მზეს ეფიცხები
და დილით ცაზე ითვლი ვარსკვლავებს.
საუკუნეა აღარ ვსვამთ- ჩაის
და ნიკოტინით სველს ფილტვებს ვბერავთ,
ვფქრობთ და დღემდე ვერ ვხვდებით მაინც,
ერთმანეთისთვის ვინა ვართ ჯერაც.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი