ეს წერილია და გიგზავნი ..
ეს წერილია და გიგზავნი.(ბოლოს ხელს ვაწერ). ვიცი მცირეა,შენ გეძღვნება,ჰოდა მთლიანად, პატივისცემით: შურღაია, ამა და ამ წელს, ათას ცხრაას თუ ორიათას,მარტს თუ იანვარს დაწერილია ეს წერილი,სადაც მკაფიოდ გირჩევ,გარგებ,არა უფრო ალბათ გიყვები, რომ ეს ცხოვრება ვერგაყრილი ნემსში ძაფია, ხელს,რომ ჩაჭიდებ და თავისით სადღაც მიყვება, შენი სხეული,ანდა ჩემი,თუგინდ სხვა ვინმე. ბუნებრივია მანძილია,მახრჩობს ეჭვები, რომ გამიცივდი და სხვა ვინმე გჩუქნის ყვავილებს, ან უარესი,იქნებ სხვასთან სითბოს ეჩვევი. მე კი ვფიქრობ და მახსენდება ამ დროს პუშკინი, და ვინაიდან ყველაფერი ბრძოლით არ წყდება, სწორედ ამიტომ ავდექი და ლექს დავუშინე, გუშინ ხელები.თუ რამეა მე დავმარცხდები ასე მგონია.რა მგონია,ზუსტად გეუბნები, რომ ეს დღეები მოწევით და თრობით გავიდნენ და გეკითხები სად არიან ჩემი ხელები, წამოსვლის წინ,რომ ბალიშივით თავთან დაგიდე და დაგიტოვე,ვით ნიშანი უკან მოსვლების, ახლა,აქამდე,ამის წინ თუ(რა ვქნა მერევა) დროის ფორმები,ვით წასვლის წინ მშრალი კოცნები, როგორც იმედი,ბედისწერა,ბედნიერება. წერილს ვასრულებ,როგორც წესი ხელს ბოლოს ვაწერ, და შეგნებულად არ მივაწერ თარიღს მთლიანად, პატივისცემით;შურღაია ამა და ამ წელს, ათას ცხრაას თუ ორიათას,მარტს თუ იანვარს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი