რა უნდა ქნა? ..
რა უნდა ქნა? დღესაც მარტო ხარ. დაიმეზობლე არაყი და პურის ნატეხი. ჯერ სად ხარ? ორიოდ ჭიქის მერე გაიხსენებ ყველას ვინც ასე გიყვარს; მამა,რომელსაც იმედები ვერა და ვერ გაუმართლე. და როცა დაპირებას გთხოვდა,რომ საკუთარ თავს მიხედავდი, პირზე თითი მიადე და გააჩერე. დედა,რომელიც მხოლოდ მაშინ გახსენდება როცა გტკივა,როცა სიცხე გაქვს, და ახლა როცა თითი გაიჭერი კონსერვის ქილაზე. შეყვარებული,რომლიც არასდროს გყოლია, ან თუ გყავდა,მხოლოდ იმიტომ, გარშემომყოფებისთვის გენახებია, რომ გული შენც გაქვს. მეგობრები,რომლებიც მაშინ "მოკალი" როცა მიხვდი,რომ იმ დროს გსტუმრონებ,როცა ჭირდებით. ღმერთი რომელიც რა ხანია ავად გაგიხდა და სამი "აბი"- რწმენა ვერ იშოვე მის მოსარჩენად. რას იზამ? ადგები და ძმკაცივით საკუთარ თავს ხელს გადახვევ, თან გააფრთხილებ უკან იყუროს, რომ ვინმე საეჭვოდ არ გამოყვეს ფეხის ნაბიჯებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი