თბილისში წვიმა, რომ ასველებდეს ..
თბილისში წვიმა,რომ ასველებდეს არ გამიგია,მაგრამ დავსველდი, წვეთები ღრუბელს მოასვენებენ, ცის ბალდახინით და მე სავსებით, ვარ გალუმპული ციდან სახლამდი, (სახლი დიდი ხნის წინათ გაქურდეს,) და წვიმს მსხვილად და ისე აქა- იქ თითქოს ღმერთებმა გადმოაფურთხეს მაღლიდან. (ანდა, სადაც არიან) ანდა იქითკენ, სადაც მიდიან, ან როცა გვინდა და არ სცალიათ, ზიან და თავის ცოდვებს ითვლიან. მე კი ვრწმუნდები,რომ შარშანდელი წვიმს მორჩენილი წვიმების გვერძე, ბავშვები დიდებს ათამაშებენ, და გუნდასავით ესვრიან წვეთებს, ერთმანეთს,სახლებს,გამვლელს, მანქანებს, პირველ რიგში კი ფანჯრებს მეზობლის, და მანქანების შიშით ჩავლაზე უცქერენ მძლოლებს და ხალისობენ და დასველებულ მიწის გვერდებში ახლა ოთხმხრივი ქარი უბერავს წვიმაც წყდება და ვფიქობ ღმერთები, გადაეჩვივნენ გადაფურხებას.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი