როგორ იხსნებაო სიყვარული? ..
როგორ იხსნებაო სიყვარული? აბა მე რავიი... რამდენი კაცია ,იმდენი ახნა აქვს. არიან ერთნი,რომ პაემანზე მიდიან,იებით ხელში. აჩუქებენ ყვავილებს, აკოცებენ ლოყაზე და ჩურჩულით ეტყვიან- მიყვარხარ. არის მეორე: შეკრებენ თავებს და ძმაკაცებს, ისრიალებენ სადარბაზოსთან და მშრალ ასფალტებს დაასველებენ ამოკაწურული სიტყვით- "მიყვარხარ". სერენადებით თუ რაღაც მსგავსით, დაუბზარავენ ფანჯრებს წამწამებს. გადმოხედავენ ადრესატები, და მიყვარხარზე ,ერთ სიტყვას -"მეც" გადმოუგდებენ სართულებიდან. არის მესამე: თვითონ ხტებიან სართულებიდან და ტოვებენ მაგიდაზე წერილს, სადაც გკრული ხელით წერია: ვერ შეგიფერე, ვერასოდეს ვიქნებით ერთად, მაპატიე, მშვიდობით. ამ წერილს ყოველთვის ახლავს სინანულის წერტილად ცრემლი. არის მეოთხეც- როგორივ მე ვარ. შემიძლია,არასოდეს გითხრა "მიყვარხარ" რადგან ჩემს თვალებს, შეუძლიათ იყვირონ ყველაზე მეტად, როცა გხედავენ. რადგან ჩემს დუმილს შეუძლია, მილიონ "მიყვარხარ"-ზე მეტი ილაპარაკოს. რამეთუ ქვეყნად არის ისეთი,რაც არ იხსნება, და უნდა იგრძნო სიყვარულია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი