მე მაშინ ვამბობ, რომ არამიშავს ..
მე მაშინ ვამბობ, რომ არამიშავს, როდესაც მოდიხარ და მიღიმი, როცა შენს წერილებს, საბანის ქვეშ ტოვებ და მე თვალებგაღეღილი გკითხულობ.მე ვამბობ- არამიშავს როცა შენ რწმუნდები სამუდამოდ, შენს გარდა,რომ ქვეყნად არავინ მყავს ან როცა ჩემს პერანგს აუთოვებ. ან მაშინ, როცა არ მეთანხმები მაშინაც კი, როცა მართალი ვარ, ან როცა ჩვენ სახლში ოთახები დგება, ჩვენ სიყვარულზე თავდაყირა როცა სულს მიღრნიან იარები მჭამენ და მე სული მეხუთება როდესაც მე ზურგით ვტრიალდები და შენ კი ზურგიდან მეხუტები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი