მე დავამთავრე შენი აკრეფა ..
მე დავამთავრე შენი აკრეფა იმ ლოგინიდან, სადაც შენ დიდხანს გეძინა, მშვიდად და უსიზმრებოდ. და ვინაიდან უსიზმრო ძილი მრევლის გარეშე მაგონებს ტაძარს, მე ვანთებ სულში პატარა კოცონს და ხმელ ფიჩხებად ჩემს თითებს ვუყრი. იცი ცხოვრება როგორია? ერთხელ შეიძლება გითხრან სიტყვა"მიყვარხარ" და მთელი სიცოცხლე გახსოვდეს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი