მე წასასვლელი არსად მქონდა ..


მე წასასვლელი არსად მქონდა და მივდიოდი,
ვეცემოდი და ვაგრძელებდი,ჩემს თავს-თავიდან,
რომ შენს თვალებში დამენახა რწმენა იოტი,
და, მერე ღმერთიც, მოგეძებნა რაღაცნაირად.
შენ კი სიზმარში დასიზმრებულ, სიზმრის ახსნებით
ქონებასავით ანიავე, დრო შენს გარეშე,
და აგერია ყველაფერი, მზეში დასველდი,
და ქარში ქოლგით გაიარე. შუა ღამეში
და თან ქარის დროს,ქოლგა მაინც რა კონტექსტია?
სახლის კაკტესუებს მოეფერე არაქოთნიერს,
წიგნებსაც თავი შეაჩვიე სუბოტექსივით,
ბოლოს დრაიზრს,კარგიაო განაგონი გაქვს.
და შენ გადაშლი მოწიწებით და მოკრძალებით,
შესავალი კი ვინაიდან კითხებს არ ტოვებს,
ავტორი კი არ წაიკითხო ,შენი თვალებით,
შენი თვალები წაუკითხე, წიგნის ავტორებს.
ისინი უფრო ღმა არიან და გაცილებით,
აზრიანები, როცა გუგებს ექაჩებიან,
და წიგნებივით გახდებიან ბესტსელერები,
დიდი ცრემლების და პატარა ტირაჟებივით.
და მერე გულიც გადაშალე ბოლო აბზაცზე,
ძგერა კი ფანქრით მოინიშნე მერე თავიდან,
და სანამ წახვალ.რა იქნება ერთხელ წასვლამდე,
რომ შენებურად წაიკითხო...რაღაცნაირად.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი