მაჩვენე შენი დედამიწა ..


მაჩვენე შენი დედამიწა,
მე ჩემს გაჩვენებ
ჩემი სიზმრების მისამართი,
აგერ,აიღე.
სხვებს ნუ მოუსმენ,როცა ირგვლივ
ტყუილს გაჩვევენ,
მხოლოდ სიმართლეს გეუბნები,
ხოდა გაიგე!
მილიადიან პლანეტაში
სუსტი უჯრედი,
დაუძლურდები,ჩამოჭკნები,
გაიფიტები
ზენაანთ ქარებს ვერაფერი 
გადაურჩება,
ვერც შენ სხეულზე
წამოზრდილი ლითოფიტები.
რით ვერ გაიგე,რომ ამ
დამპალ კაცობრიობას,
აქვს უამრავი კოლექცია
მავნე ჩვევათა
იშვიათია სულიერი,
როგორც იობი,
ხოლო ზნეწამხდარ,სულდაკარგულ,
შემოტევათა
ირგვლივ უამრავ მაგალითებს,
ფაქტებს შეხვდები.
ცოტა დრო გვრჩება,გადარჩენა
უნდა მოვასწროთ
უფალს ვერ ვხედავთ და თუ სადმე,
ვნახეთ შემთხვევით
ვუთხრათ,ამინ და შემოვბრუნდეთ
და გამოვასწროთ.
თორემ დაგვექცა ეს ღრუბელი
თავზე ჭერივით,
თორემ ცოტაც და აგვიჯანყდა
მთელი სამყარო
ორიოდ ღერი რწმენა დაგვაქვს 
შემორჩენილი
და ღვთის გულისთვის ნუ ვიზამთ,რომ
ესეც დავკარგოთ.
ნუ გაიმეტებ ჩასაქრობად
ცისფერ სინათლეს
არის იმედი იგი ქრისტეს 
სავსე თვალებში,
ვთქვათ და ჯანდაბას ამ თვალებმა
ვერ დაგინახეს,
გულს რას უშვები?რა კუთხეში
დაემალები?
ჰოდა წავიდეთ,ახლა წასვლა
მართლა შვებაა
ვნახავთ ედემში გამოყვანილ,
მწიფე მაკინტოშს
კაცობრიობას ერთი ძალზე
ცუდი ჩვევა აქვს,
თუ სუსტი გვნახა დამიჯერე
აღარ დაგვინდობს.
არ დამიჯერე და შედეგად:
ერთმანეთს ვკარგავთ,
ვახველებთ ლექსებს და სხვადასხვა
სტრიქონში ვცხოვრობთ,
მერე ყველაფერს პოეზიას 
მივაწერთ რადგან,
პოეზიამდეც-პოეზიით
ვცხოვრობდით მხოლოდ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი