შუა ღამეა. ავდექი და ასე დავიწყე ..


შუა ღამეა. ავდექი და ასე დავიწყე
ძვირფასო დედა,როგორა ვარ
გითხრა ვეცდები,
და რა კარგია,რომ არ იცი,ანდა არ გითხრეს,
საკუთარ თავსაც თუ ხელიდან
როგორ ვეცლები.
მე არ ვიქცევი,როგორც ხდება,
როგორც წესია,
ვზივარ სახლში და ღმერთის ჩურჩულს 
ვცდილობ შევესწრო,
მერე გამოვალ სახლიდან და ინტერესიან
ქუჩას მივყვები,უფეხოდ და
უინტერესოდ.
რაც მეტს მივდივარ დედაჩემო,
ასე მგონია,
რომ ეს სახლები მომყვებიან კუდში 
ძაღლივით,
მოგონილია კარგად ყოფნა და აფსურდული,
როგროც ეს ლექსი,ეს ძაღლი
და სახლი სამივე.
მაგრამ გამიგე,იზრდებიან
როცა შვილები,
თვითონ ზრუნავენ მომავალზე,
გზებზე,სავალზე,
თუგინდ დამჭირდეს ცხრაათასჯერ 
თავის მხილება
გეტყვი,რომ ბევრჯერ დავცემულვარ
მაგრამ არასდროს,
ღმერთია მოწმე არ მივლია
იქით საითაც
სხვები დადიან, მიფრინავენ სადაც
მერცხლები
და მე არ ვიცი დედაჩემო სანამ აიტან,
შვილს უმუშევარს,უცოლშვილოს,
მწერალს ლექსების
და გეხვეწები,ეს დღეები ნუ მემდურები
და ნურც ნურაფერს მოუყვები
ჩემზე მამაჩემს,
უკვე ცხრაასჯერ გადაბრუნდა
ჩემს წინ ურემი
მაგრამ ეს გზა და ეს საშველი მაინც 
არა ჩანს.
მე კი რა დამრჩა დედაჩემო გარდა
იმისა,
რომ უშენობის შევიკავო
მწარე ხველება,
შენზე ვიფიქრო,ჩაგიხუტო,
გულზე მიგიკრა
და კილომეტრზე მოგაწვდინო
ჩემი ხელები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი