სტაგნაცია
შენ დაიბადე,შენ სოფელში და-ძმების გვერდით აიდგი ფეხი,უმართლებდი მშობლებს მოლოდინს, სულ არ გხიბლავდა ეს თბილისი და უფრო მეტიც შენთან ჩამოსულ ქალაქელებს ვერ ეწყობოდი. ზაფხულობით,რომ გსტუმრობენ და მერე ზამთარში უბრუნდებან,მის ქალაქებს,კერას,ოჯახებს, დრო როგორც წესი ასე გადის თამაშ-თამაში შენც გაიზარდე და მიზანი თვითონ მონახე. თვითონ რა,უფრო როგორც ხდება,მშობლის ჩარევით, რომ სტუდენტობა შეიფერე უცხო ქალაქში რომც არ გინდოდეს,ხათრითა და თავის დაქნევით, შვილები მაინც ვერ ვუბლოკავთ მშობლებს განაჩენს. მერე თბილისი,სოლოლაკი,ვერა-რა ვიცი უბანს რა დათვლის.მეგობრები,უცხო გარემო სახლთან მოხრილი ბიჭი გნახავ და მერე ისიც სადმე მტკვრის პირას დაგიბარებს "საახსარებოდ" შენ თავს იკავებ ხიფათისგან რადგან მშობელი, ხანდახან მაინც გახსენდება.ესეც კარგია მაგრამ ხვდები,რომ მეგობრებთან სულ ამ პრობლემით, თავს ვერ იმართლებ,გაგრიყავენ,სუსტად ჩაგთვლიან. ახლა შიმშილი,ყველაფერზე ხელის ჩაქნევა და გახსენება თუ ოჯახში როგორ გიჭირდათ, სხვები ცხოვრობენ არხეინად,გადასარევად, შენ კი გიგზავნის ბოლო კაპიკს მამა ჯიბიდან. ხოდა დასრულდა როგორც იქნა სასწავლო წელი უნდა დაბრუნდე შენს ოდაში პაპის ნაშენებ, ცუდის ნიშანი უნდა იყოს როდესაც ძვლები გამტვრევენ ტანში და თვალები გითამაშებენ. უახლოვდები შენ სახლ-კარს და გერევა ცრემლი და გულისცემა ნაბიჯებზე ბევრად სწრაფია, რომ "იყიდება" აწერია გაკრული ხელით შენ სახლს და ხვდები მამის უშნო კალეგრაფიას.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი