ყველას ვუგებ და ვერ მიგებს ვერავინ ..
ყველას ვუგებ და ვერ მიგებს ვერავინ და როგორ მოვიქცე ვფიქრობ და ამიტომ ავდგები და სანამ კარს ჩამიკეტავენ არავის გავუგებ და იქნებ გამიგონ. იმდენად მარტო ვარ,ხანდახან მგონია, ვერავინ მიპოვის თავი,რომ დავკარგო (და შენზე რა ვთქვა და) ისეთი შორია, ჩემამდეც,რომ თუგინდ ეს მთელი სამყარო ფეხით მოვიარო,ვერ მოვალ ჩემ თავთან. დავათრევ ოცნებებს ცხოვრების კატორღას და ვისაც ვუყვარდი სწორედ ის შემჯავრდა, ვინც მეჯავრებოდა ის მიყვარს რატომღაც. მე ასე არეულს, უკუღმართ საწუთროს, დავნებდი.თითქოსდა მოჭამდე ჩემი დრო, და ახლა ვფიქრობ,რომ უბრალოდ, ამ წუთას ვიღაცა მოვა და რაღაცას შემინდობს. არადა მგონია თუ ერთხელ გაბედავ დაამსხვევ ცხოვრების დაწყევლილ მარწუხებს და რა ადვილია უყურო გარედან სხვის ტკივილს,თუ იმას შიგნიდან აწუხებს. ამიტომ ვამბობ,რომ ვერ მიგებს ვერავინ პირიქით უნდა ვქნა, ვფიქრობ და ამიტომ ავდგები და სანამ კარს ჩამიკეტავენ არავის გავუგებ და იქნებ გამიგონ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი