თუ ძვლებში სიმშვიდე ..
თუ ძვლებში სიმშვიდე ატანს ქარივით, სისხლს დახედე აუცილებლად იქნება მასში ფორიაქი. და ამ ქაოტურ სიმყუდროვიდან,მილიარდიან პლანეტაში, როგორც ნისლის დროს სახლის, გაგიჭირდება ღმერთის დანახვა. მე ამოვქოლე ფანჯარა გულის, (კარები ჩემი საქმე არ არის) და ახლა ვხედავ,დარჩენილი ჭუჭრუტანიდან,როგორ მოძვრება ის,ვიღაც ერთი და მოაქვს პეშვით, შენახული თბილი მზის სხივი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი