ფსიქიატრიული საავადმყოფოები ..
ფსიქიატრიული საავადმყოფოები ვეღარ იტევს უკვე პოეტებს. მეც გარეთ დავრჩი. და ახლა ნიშნად სოლიდარობის და თან პროტესტის, თეთრ ხალათ შემოხვეული მარტო დავძრწი ღამით თბილისის ქუჩებში. და გამუდმებით მომდებს და გავურბივარ ვიღაც კაცს, რომელიც,ცრემლიანი თვალებით მიმტკიცებს,რომ მამაა ჩემი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი