სიკვდილი ზედმეტად მარტივი ..


სიკვდილი ზედმეტად
მარტივი გამოსავალი ჩვენთვის.
უნდა ვიცოცხლოთ და ყველა ჩვენ შეცდომაზე
ვაგოთ პასუხი,
საკუთარი თავებით,
სისხლით.
არაფერი არ დაგვიშავებია იმაზე
მეტი ვიდრე
დუმილია,
უმოძრაობა,
საკუთარი ტყავისთვის ზრუნვა,
გაყინული თევზის თვალები
და "ჩემი რა საქმეა"-ს ძახილია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი