როგორ მინდა გიყურებდე ..


როგორ მინდა გიყურებდე და
ვერაფერს ვხედავდე.
ჩემს თვალებს 
ათასი ტკივილი აქვთ ნანახი
და გულს
მილიონი დაწყვეტა.
ახლა ვკვდებოდე მინდა
და ბოლო სიტყვას-
"სიცოცხლე"-ს ვიტყოდი.
ყოველ დღე ვრწმუნდები,არაფერია
შეუძლებელი.
გუშინ გზაზე ბრმამ გადამიყვანა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი