როდესაც ატმები გაზაფხულს შეღებავს ..
როდესაც ატმები გაზაფხულს შეღებავს, გავყურებ,ფუტკრებით დამტვერილ ნარცისებს, შენ,ყველა კითხვაზე მპასუხობ–მერე რა, მე,პასუხს გაძლევ, რომ მიყვარხარ–არც ისე ასეა,რაც იყო ტრიალებს პირიქით მარტივით ხელებზე მატყვია ხუდები, შენ ყველა თემაზე საუბრობ ყვირილით, მე კი შენ გიცქერ და უბრალოდ ვჩუმდები. ხელებით მიჭირავს ნიღაბი,სარკაზმი, გაგირბი და მაინც ჩემამდე მოდიხარ, შენ,თავი გგონია ყველაზე ლამაზი მე იციი,უბრალოდ–უბრალო მგონიხარ. ცრემლივი ვიკავებ ხველას და ციებას, ვიღვიძებ არც ისე ნაცნობი მიმიკით, გახსენებ,გრძობებიც ოდესღაც ცივდება, შენი ისევ ბრაზობ და თავს აქნევ პირიქით. რა გახდი ასეთი ანცი და კაპასი, ვიხსენებ,ნემსში ხომ ძაფივით ვავძვერი, სხვაში რომ ოქროზე მეტადრე დაფასდი, ჩემთვის კი ლექსი ხარ ფურცელზე ნაწერი. ძარღვები წყდებიან მოკლედ და შიგნიდან, ვზივარ და თამბაქოს ვუსინჯავ ნაფასებს, შენ ვიცი,რომ მთელი სამყარო გიყირვარ, მე ამ დროს კაპიკზე ნაკლებად გაფასებ. დავდივარ და ფეხი გულივით მერევა, მივყვები და ვითვლი დამტვერის ნარცისებს, შენ,ყველა კითხვაზე მასუხობ–მერე რა, მე პასუხს გაძლევ,რომ მიყვარხარ–არც ისე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი