ჰო ისევ, ისევ, ვზივარ და გისმენ ..
ჰო ისევ, ისევ, ვზივარ და გისმენ, ჰო ისევ, ისევ, გედძახი-აქ ვარ! ეს მე ვარ შენი თვალები მზისფერ და გაზაპხულის სურნელით დაღლა. ჰო ისევ, ისევ, ვყვირივარ: -მე ვარ! ჰო ისევ, ისევ სამყაროს ღერძი, შენი ცრემლების წვიმაში ვდგევარ და შენს გულისთვის, თვით ღმერთებს ვებღძვი... მე ვარ სიფხიდზლე, სიზმრების მერე; და იმის მერეც რაც არის, ის ვარ... შენ ის ხარ, რაცკი აქმდე ვწერე, რაც კი ოდესმე ლექსებად მითქვამს! ქანაანი ვარ, აღთქმული მიწა, მოსეს მზერაში სამყაროს ვიტევ. მე აბელი ვარ, კაენო მიცან! და ძმაო, დღესაც ნუ მომკლავ, ისევ! ჰო ისევ, ისევ, ეს მე ვარ-ზევსი, ოცნების ბაღში გაზრდილი ხე ვარ, და სანამ, ხალხნო, მაგ ტყვიას მესვრით დაფიქრდით იქნებ, ეგ ტყვიაც მე ვარ! მე ვარ ცოდვილიც, წმიდაც, სიგრილეც, ყინვაც და ზამტრის სითბოც. მე ის ვარ, შენი მზერა რომ მიაქვს და მასზე დილით ხელებს რომ ითბობს! ჰო მე ვარ, მე ვარ, ნიკოლოზ-ვაჯა-აკაკი, მირზა, მარო და ლორკა... ხან ის ვარ შენ რომ გიფეთქებს მაჯას, ხან ის ვარ შენ, რომ ძაღლივით გლოკავს... ჰო ისევ, ისევ, ვუყურებ, ვხვდები, თუ ქისტებს როგორ აჭრიან მკლავებს, ხან ტაბიდძე ვარ-ფანჯრიდან ვხტები, ხან ილია სა წიწამურს მკლავენ. ჰო ისევ, ისევ, ვზივარ და ვსუნტქავ, გარეთ კი ქარი სტრიქონებს ფანტავს! ყველა ტკივილოი მე მიმაქვს გულთან, ხანაც კი გული საერთოდ არ მაქვს! როსტევანი ვარ, მეფეთა მეფე, მდძლეველი ვარ. თვით უფლის შვილი. ტარიელი ვარ და ნესტანს ვედძებ, ხან კი ვზივზრ და წყლის პირას ვტირი... მე დემეტრე ვარ და მეფედ ვზივზრ, მე თავდადებული სიბრძნით ვფასდები. ჩემი ქვეყნისთვის პაატას ვწირავ, ხან ვღალატობ და ვშაჰ-აბასდები! ჰო მე ვარ, მე ვარ, ბევრგან რებული, რიჩარდ მეოთხე, ხან მეთე ლირი. პირველად მე ვარ შეყვარებული, და შენს სიყვარულს ხმამაღლა ვყვირი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი