ზურგის ქარი ..
ზურგის ქარი არასოდეს მწყალობდა დანაბერი მთიდან კავკასიონის ჩემი ბედი ის არის რომ გავლოთდე და ცხოვრებას ერთი ერთში ვეომო ვიღაც იტყვის რა გიჭირსო-გავჩუმდეთ და გარეშე პათეთიკის ყოველგვარ ჩავყოთ ხელი გამორღვეულ სარჩულში და თითები გავუყადროდ ცხოვრებას საფულეში სადაც დღემდე ვინახავთ, მშობლების და აფხაზეთის სურათებს ან ყეფა რომ ტალახივით მიახმა ტვინს იმ გემზე ვერ ასული მურადას. ახლა სადღაც წყლის ფორმასაც მივიღებ ან ჰაერში შევერევი ურაგანს ჩავალ მერე ზღვაში ღიღინ ღიღინით და იმ თოკზე ვისაუბრებ გურამთან, ამ ჩემს ბედსაც არ უმართლებს იღბალში სიგარეტზე მომიკიდეთ- ვიცოცხლებ ბოშასავით ცეკვავს წვიმა- სილაში და მკითხაობს ფეხით სანაპიროზე. და ავტოგრაფს ტოვებს სანაპიროზე მე კი ისევ ამ ცხოვრების კალოდან ვდგავარ მარტო დარცენილი იობი რადგან ქარი არასოდეს მწყალობდა მონაბერი მთიდან კავკასიონის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი