ჩემი ფსიქიატრიც საბოლოოდ შეიშალა ..


ჩემი ფსიქიატრიც საბოლოოდ შეიშალა ძმობილო .
ახლა ერთად გავურბივართ
აბით ხელში ექიმებს.
ამ ქუჩაში ქვაზე ცივი, სადაც ხალხი ყოფილა,
სადაც ყველა გვხედავ მაგრამ, არავინ არ შეგვიმჩნევს.

ესეც ბედი,აბრაამი,ჩარლზი ჩვენ და ჩერჩილი.
ამ სირბილში სიგარეტსაც ქარი უფრო მოგვიწევს.
საით?აბა მე რა გითხრა, შენ გიჟი, მე შეშლილი
ჩვენი ერთად სიარულიც არ გამოვა ხომ იცი?

შენ პირდაპირ გაიხედე.ეს გზა მრავალწახნაგა,
სადღაც გაგვწევს,გვანაბიჯებს,ათას ხიდს და ფათერაკს
იქნებ შევხვდეთ ამ ქუჩაში იმ უნახავ ამხანაგს,
ჩვენი დიდი მონატრება ხსოვნაში,რომ ჩათესა.

ან თუ ქუჩამ მენიუში ჩასვა ვინმე ფრაერი,
ჩვენ ვიღლებით და რაც დაგვრჩა სულ ესაა იცოდე:
ცალი გული,ტონა ფიქრი,ასი გრამი ჰაერი
შავი დღისთვის მორჩენილი, ნახევარი სიცოცხლე.

რა თქმა უნდა, ზოგ საკითხებს, ხშირად თქმაც
კი არ უნდა,
და ცხოვრებაც პლაგიატი,იწერს ამ ჩვენს ნაბიჯებს,
და ამ გზაზეც ჩვენდა წილად,ბედად თუ ვარაუდად
ყველა გვიცნობს მაგრამ მმაინც,არავინ არ შეგვიმჩნევს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი