იქროლებს "სიო" ..


იქროლებს "სიო" ნაშობი ხეთა,
ქარის -სახელი ან და წოდება,
შეძრწუნებული როცა ჩემ ცხედარს 
თვალს შევავლებ და შემეცოდება.

გადავიფურცლავ ცრემლებს წამწამზე,
სმენას მოვკეცავ ჭირისუფლებთან
და მე დამრჩება თავთან საფლავზე
დასამშვიდობელ სიტყვის უფლება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი