ამ სიზმრებიდან ძილი გაჟონავს ..


ამ სიზმრებიდან ძილი გაჟონავს
აიკაპიწებს საბანს მკლავები.
და გამიღიმებს ჩემი ბავშვობა
ეზოში მუხლებგადატყავებით...

ხოლო ამ სიზმრის სადღაც მახობლად,
ვიდგები როგორც დიდი შეცდომა
და დედაჩემიც -როგორ ახლოა,
და მამაჩემიც- როგორ მეცნობა..

ჩავლეწავ თვალებს როგორც ფანჯარებს
და ჩემში სისხლის ბრიზი იქროლებს,
უკვე შევცოდე რასაც აშავებთ
უკვე ვიფიქრე რასაც ფიქრობენ

დიდი ზავივით დავარღვევ კავშირს
გამოვბრუნდები თავთან ომიდან
და მე ამ მიწას ავიტან ცაში
როცა მიწაზე ცა ჩამომივა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი