მოიწიეთ და გვიამბეთ მისტერ ..
მოიწიეთ და გვიამბეთ მისტერ, მაინც როგორ მოანატრეთ თავი, ამ თბილისის კლასგარეშე ნისლებს სადაც თვალებს ცხრა საათზე რთავენ და სიზმრები გამოდიან ბისსზე მოგვიყევი,მე შენ გეტყვი დრო არ გვაქვს, თუ სადმე გვეჩქარება. ბრძანეთ. როგორ იქცა ნანგრევებად ტროა და ნანგრევიც რას გულისხმობს- ბარემ თქვით,სიტყვების ამოვარდეს ქარი. სიო მოწევს სიგარეთსაც. ვინძლო ვიღაც მეცხრე სართულიდან გზვერავთ და კოზირად დაგრჩენიათ ის რომ მიანათეთ ჩაპლინური მზერა და თქვენ რაღაც იპოლიტურს იგრძნობთ. სადაც თვალებს ცხრა საათზე რთავენ და სიზმრები გამოდიან ბისზზე მაინც როგორ მოანატრეთ თავი ამ თბილისის კლასგარეშე ნისლებს მოიწიეთ და გვიამებთ მისტერ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი