როგორ ძალიან მინდა ..
როგორ ძალიან მინდა - არავინ მხოლოდ ვყნოსავდე პლანეტის ტერფებს, შენ იყო ჩემი ხმა შემზარავი მე შენი უკანასკნელი მეფე. იდგეს სიჩუმე შენს ბასრ ტუჩებთან ან საკონტროლო სიტყვა გავარდეს და შენი ენის ვიწრო ქუჩებზე ჩემი დუმილის ჩრდილი გფარავდეს. ლოიალური დაქროდეს ქარი მოხუცის ხელჯოხს ცხვირს უბზუებდეს და ჩემი მზერა სამი დღის მკვდარი ესვენოს მშვიდად შენს ძუძუებზე. და გლნდამოჭრილ ჩიტის პოპური ჭრილობასავით დაეტყოს მერქანს რომ ყველა გული ცემით დაპურდეს ყვლაფერს შენი სახელი ერქვას ირგვლივ.ხოლო მე გასასვლლ კართან ვიდგე და კარებს არ ქონდეს სახლი რომ მე შევიდე და შესვლის გარდა გამოსასვლელი ვიპოვო.რა ღირს შენს ოცნებაში ხელის ფაფხური? სადაც ძალიან მინდა მოვწიო სადაც ჩემს გარდა ყველა მარხულობს სადაც ნაკურთხი მხოლოთ ოფლია სადაც ერთადერთს მე მაქვს რეცეპტი იმის თუ როგორ უნდა მიყვარდე გნახავ და ისევ ჩავიკეცები თითქოს ფეხებზე თასმას ვიკრავდე. როგორ ძალიან მინდა არავინ მხოლოდ ვყნოსავდე პლანეტის ტერფებს, შენ იყო ჩემი ხმა შემზარავი მე შენი უკანასკნელი მეფე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი