საიდან მოდის შენი ხმა ..


საიდან მოდის შენი ხმა იმ ოთახში
სადაც წლებია რაც აღარ ცხოვრობ?
გეტყვი..
კედლები სიცოცხლეს და სითბოს .
იმახსოვრებენ..

ზოგი სიცოცხლე შიშია მეთქი.
არა დაცემის,
არა სიკვდილის,
არამედ კარგად ყოფნის შიში,
აი რომ მოხდეს და ვერ შეირგო?
რომ მოიზომო ტანზე და არ ჩაგეტიოს,
რომ გადაყლაპო გამაყუჩებელივით
და ტკივილი გაგიმძაფრდეს,
რომ ისუნთქო ჰაერივით და დაგახრჩოს.
რომ გწამდს და ღმერთი უარყო,

თქვი:
გიგრძვნია შიში მუცელს როგორ ატკივებს?
როგორ გეცელება ფეხები და მიწაზე ემხობი,
და როგორ ცდება ის გამვლელი,
რომ გიყურებს და ლოცვა გონია.

ზოგჯერ ხდება რომ საკუთარ თავებს ვტოვებთ
და გავდივართ თავიდან
გაურკვეველი ვადით და მიმატულებით.
და ვრჩებით ასე ცარიელი ტანსაცმლები,
ცარილი პირადობის მოწმობები,
ცარიელი მოგონებები,
და
სავსე სიცარიელეეები.
ყველაზე მტკივნეული კი ის არის,
რომ
ის ადამიანებიც აგვიანებენ და არსად ჩანან,
რომლებიც შემთხვევით გვპოულობენ სადმე ქუჩაში
და საკუთარ თავებს გვაბრუნებენ.

შენ თუ ბოლომდე მიხვდები რამხელა დოზით სიყვარული შეგიძლია,
შეიძლება გული გაგისკდეს,
გულის ნამცეცები კი მზეზე იბრჭყვიალებენ
და მსოფლიო სიმშვიდეში დაიდებენ ბინას.
ამ ბინაში კი ყველა იცხოვრებს იჯარისა და ქირის გარეშე.

იყვირებს საკუთარი უსუსურობა
და მეც ჩიტზე მეფიქრება
ზამთარში ჩარჩენილ ფრთამოტეხილ ჩიტზე.
ცალფეხა კაცივითაა,ყველამ რომ გაასწრო.
მის ოცნებაში ბევრად მეტს ნიშნავს თბილი ქვეყანა,
ვიდრე მათთვის, ვინ უკვე ჩაფრინდა
და გადაურჩა ყინსვისგან ჰაერში გაშეშებას.

ვერაფერი გავუგე თანამედროვე ტექნოლოგიებს
და ვერც იმას გეტყვი წლების მერე რა ჩაგვანაცვლებს,
მაგრამ ზუსტად ვიცი ადამიანი
მანამდე იარსებებს და იცოცხლებს
სანამ ერთი ბედნიერი დღე მაინც ემახსოვრება
მის გონებას.

ასეა ხოლმე~ზოგჯერ გამხმარი ფოთოლი
ვარ
და საითაც უნდა იქით დამაქანებს ცხოვრება,
ზოგჯერ–თვალები და
ვიხუჭები რომ არავინ ჩამხედოს.
ზოჯერ–სიკვდილი
და მერიდება, ვერავის ვეკარები ახლოს.
მაგრამ არ მინდა რომ– ღამე ვიყო.
იქნება და გზა ვერ გავიგნო?
არა,ის კი არ მაშინებს,რომ დავიკარგები,
იმ იმედგაცრუბის მეშინია,
რომ იქნებ ვიღაც გზააბნეული მალულად
უკან მომყვება
და მისთვის ერთადერთი იმედი ვარ,
ამ წყდიადიდან
თავის დაღწევის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი