ჩემს სანეტაროს


მოქანცული ტყვედა ვგდივარ,
ვიბრძვი მაგრად შებოჭვილი,
შენ მოგელტვი, ვერ გავსწყვიტე
ამირანის ჯაჭვი მსხვილი.

შენდა სატრფოდ თავგანწირულს
გული მერჩის, ხელი აღარ...
მითხარ, ჩემო ნეტარებავ,
დამენახვე, ნეტამც სად ხარ?

მთლად მომწყვიტა ცხარე ბრძოლამ,
სიბნელისგან თვალთ მაკლდება,
მხნე ხმა ჩემი, შემზარავი
დღეს არს კვნესა და ვაება;
და, რამდენიც გეტანები,
გარს მეხვევა ბნელი მევე...
სად ხარ, ჩემო ნეტარებავ?..
დემენახვე, გამამხნევე!

თუ იმედი არა მქონდეს,
რომ ოდესმე შეგეყრები, -
უშენობით ვერ გავძლებ და
თავს მოვიკლავ, გეფიცები!..
ამ სიცოცხლეს სჯობს სიკვდილი,
თუ ვიცოცხლო - ვგვანდე ცოცხალს!..
სად ხარ, ჩემო ნეტარებავ,
რად არ მასმენ ცხოვრების ხმას?

ნუთუ ჯერაც არ გაივსო
მსხვერპლით თხრემლი, წინ რომ გვიდევს.
და უფსკრულის თვისის ძირით
კიდევ ბევრ ხანს დაგვაშორებს?..
იკმარევი შეწირული,
ისმინე ხმა ვედრებისა:
გამობრწყინდი, ნეტარებავ,
მომეც სხივი ცხოვრებისა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი