ცოტაოდენი თამბაქოს სუნი


ცოტაოდენითამბაქოსსუნი –
რადგანაც მამა,
სამზარეულოში,
გამოღებულ ფანჯარასთან იჯდა ხოლმე
და ეწეოდა –
არასოდესაღარიქნება.
სკამი კი!..
ძველი, ზურგიანი,
ისევ იდგება.
ყველაფერი ისევ იქნება,
მაგრამ
სამზარეულოს კარს რომ შეაღებ და
შიგ რომ შეხვალ,
იქარასდროსაღარიქნება,
ცოტაოდენითამბაქოსსუნი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი