გახაფხულის ძახილზე
ცხენზე შემჯდარა ობოლ-ბერდია. ჩამოუყრია გრძელი ფეხები და მიდის გამხვალ ნასიმინდრებში. და საითაც კი არ გაიხედავს, მინდვრებისკენ თუ გორაკებისკენ, – ჩაშავებული ნახნავებისთვის, გადატრუსული ფერდობებისთვის წუხელ ვიღაცას მწვანე ხელი გადაუსვია. და თითქოს, თითქოს მიწამ უბიძგა და საცეკვაო წრეში შეაგდო – შეკრთა ბერდია, რადგან იხილა ძალა, რომელიც არ აძინებდა გრძელ ღამეებში. აი, ასეთი ხელი უნდა ობოლ ბერდიას, ასეთი მწვანე ხელი უნდა მის დაშაშრულ სულს და გამხმარ ქოჩორს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი