მშვიდად
მშვიდად, მშვიდად იარე, ჩემო ლურჯთვალება მოთმინებავ. ქალაქს რომ გასცდები, სოფელი შეგეყრება. ბედნიერი ხარ, არაფრისა არ გეშინია, რადგანაც უკვე დიდი ხანია, სიზმარი ცხადში აგრევია... თბილია მტვერი სოფლის შარაზე, როგორაც ჩვრები ჩვილი ბავშვისა. აქ გაუვლია ნახირს, წასულა და ტყისპირებში ძოვს მონდომებით. მშვიდად, მშვიდად იარე, ჩემო ლურჯთვალება მოთმინებავ. ქალაქს რომ გასცდები, სოფელი შეგეყრება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი