უთხარი შენს მეგობარს ..


უთხარი შენს მეგობარს - უყვარხარო!
და როცა იმას
ამ ნათქვამზე
პირს ღიმილი დაეფინება,
დაუმატე -
გიჟდებაო, 
ისე უნდა შენთან დაწოლა!
რომ ამ სიტყვებმა
ადრე ნათქვამს დაუკარგოს მხიარულება
და არ იფიქროს, თითქოს ისე ვეარშიყები,
როგორც იმათ იციან ხოლმე,
ვინც გულის ძახილს ენას ანდობენ.
უთხარი შენს მეგობარს -- უყვარხარო!
და როცა ის თავს გადაიქნევს, ვით უმანკო სისულელეზე,
დაუმატე -- გიჟდებაო,
ისე უნდა შენთან დაწოლა!
რომ გაბრაზდეს და სისხლი აემღვრას
და უფროსკლასელ გოგოსავით წარბი შეიკრას,
გაბრაზებული გაგეცალოს,
გაბრაზებულმა საიმედოდ დაკეტოს კარი
და მარტოდმარტო რომ დარჩება, მიხვდეს უეცრად,
რომ იმ სიტყვების დაიჯერა და მენდო კიდეც.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი