სიმართლე


შენი სუნთქვა შერჩა ჩემს ხელისგულს,
როდესაც პირს გიმუწავდი გამწარებული,
რადგანაც შენ 
გაჰყვიროდი საშინელ სიტყვებს,
სიტყვებს, 
რომლებიც მაშინებდნენ მთელი სიცოცხლე.
და მე დამფრთხალი
და მიწასთან გასწორებული,
ყურებს კი არ ვიგმანავდი იმ სიტყვებისთვის, 
შენს პირს ვასრესდი.
და აი, რა მოვიმოქმედე!
შენი სუნთქვა შერჩა ჩემს ხელისგულს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი